გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „ლევანტეში“ დაბრუნდა და კონტრაქტი ოფციონის წესით 2025 წლამდე გაახანგრძლივა – ინფორმაციას ესპანური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა, კიდევ ორი ​​წლით გახანგრძლივების ოფციით.

გიორგი ქოჩორაშვილმა დასრულებულ სეზონში იჯარით ითამაშა „კასტელიონში“ – გუნდში, რომელიც ახლოს იყო ლა ლიგა 2-ში გადასვლასთან – 24 წლის ნახევარმცველმა შესანიშნავი თამაშები ჩაატარა (40 მატჩი) და ოთხი გოლი გაიტანა. გიორგიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება „ლევანტეს“ მიმართ.

ნახევარმცველი კლუბში 2019-20 წლების სეზონში ჩაირიცხა და „ლევანტეს“ პარტნიორ კლუბში თამაშობდა. იმავე წელს ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ ჩაატარა. მომდევნო სეზონებში ვარჯიშობდა პირველ და სარეზერვო გუნდთან ერთად, ჩაატარა ოთხ მატჩი ლა ლიგაში და ორიც – ესპანეთის თასზე“, – აღნიშნულია კლუბის გავრცელებულ ცნობაში..

გიორგი ქოჩორაშვილი იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი. ითამაშა საქართველოში გამართულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველომ 2017 წელს უმასპინძლა და გუნდში ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო.