გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით „პანათინაიკოსი“ და პაოკ-ი დაინტერესდნენ #1TVSPORT

14:15, 07.07.2026

გიორგი ქოჩორაშვილით სალონიკის პაოკ-ი და „პანათინაიკოსი“ დაინტერესდნენ და „სპორტინგის“ ხელმძღვანელობას კონკრეტული წინადადებით მიმართეს – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა „რეკორდი“ ავრცელებს.

„გიორგი ქოჩორაშვილმა, შესაძლოა, ზაფხულში „სპორტინგი“ დატოვოს. მისი ტრანსფერით ბერძნული პაოკ-ი და „პანათინაიკოსი“ დაინტერესდნენ. ბერძნული კლუბები მზად არიან, ფეხბურთელი იჯარის წესით გადაიყვანონ, შემდგომში მისი ტრანსფერის გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც „სპორტინგისთვისაც“ მისაღები წინადადებაა.

თუმცა 27 წლის ნახევარმცველის პრიორიტეტი ესპანეთში დაბრუნებაა, ქვეყანაში, სადაც კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა. ქოჩორაშვილს „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე აკავშირებს“, – წერს გამოცემა „რეკორდი“.

მსგავსი