გიორგი ქოჩორაშვილი - მინდა, გუნდს ლა ლიგა 2-ში გადასვლაში დავეხმარო #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი - მინდა, გუნდს ლა ლიგა 2-ში გადასვლაში დავეხმარო #1TVSPORT

გამოცემა castellonplaza-მ ინტერვიუ ჩამოართვა გიორგი ქოჩორაშვილს, რომელიც „ლევანტემ“ რეგიონული ლიგის „კასტელონში“ იჯარით გაუშვა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი პირველი ქართველი იყო, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში შოთა არველაძის შემდეგ ითამაშა („ლევანტეში“), მაგრამ ტრავმების გამო დრო გაუცდა და ახლა ფორმის აღდგენას ცდილობს „კასტელონში“, რომელიც ლა ლიგა 2-ში გადასვლის რეალური კანდიდატია.

„ქართველი გიორგი ქოჩორაშვილი იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, ვინც „კასტელონში“ ჩაირიცხა, მაგრამ უკვე დაიმკვიდრა თავი რუბენ ტორეცილას სასტარტო შემადგენლობაში. მისი წვლილი „კასტელონის“ შემტევაში მნიშვნელოვანია, რადგან უკვე რამდენიმე გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. იჯარით გადასული „ლევანტეს“ ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ სასწავლი კიდევ ბევრი აქვს და ახალ გუნდში ყოველი ვარჯიში მას ზრდაში ეხმარება“, – წერს გამოცემა 23 წლის ქართველ ცენტრალურ ნახევარმცველზე.

გიორგი ქოჩორაშვილი – „უკვე ოთხი თვეა, გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და უკვე ისიც ვიცი, ვინ როგორ თამაშობს. როდესაც „კასტელონი“ „ძრავის ჩართვას“ იწყებს, შემედგ მის შეჩერება შეუძლებელია. ასეთ გუნდში ჩემთვის თამაში ადვილია. სამი ლიდერი გვყავს, რომელიც გუნდს სრულყოფილად ათამაშებს. ყოველდღე სიამოვნებით ვვარჯიშობ, რადგან ვსწავლობ ისეთი ფეხბურთელისგან, როგორიც პაბლო ერნანდესია („ვალენსიას“, „ლიდსის“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი შემტევი). ძალიან მინდა, რომ გუნდს სეგუნდა დივიზიონში (ლა ლიგა 2) გადასვლაში დავეხმარო“.