გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ ვარჯიშობს და „სტოკ სიტისთან“ მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტესთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო – ინფორმაციას ლა ლიგა 2-ის კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„სერხიო პოსტიგო და გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ ვარჯიშობენ. ეს მოთამაშეები გუნდს ვალენსიაში წინასასეზონო შეკრებაზე შეუერთდნენ.
„ლევანტეს“ კაპიტანმა, სერხიო პოსტიგომ გუნდთან კონტრაქტი ერთი სეზონით გაახანგრძლივა. გიორგი ქოჩორაშვილი გასულ სეზონში „კასტელიონში“ იჯარით თამაშობდა. ის ლა ლიგა 2-ში დასაწინაურებელი პლეი ოფის მატჩებში მონაწილეობდა, სეზონი გვიან დაასრულა და დასვენებისთვის სხვებთან შედარებით მეტი დრო ჰქონდა. გიორგი საწვრთნელ შეკრებაზე 17 ივლისს გამოცხადდა“, – წერია „ლევანტეს“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.
„ლევანტე“ შეკრებას შაბათს დაასრულებს და პირველ ამხანაგურ მატჩს ინგლისური „სტოკ სიტის“ წინააღმდეგ გამართავს.