გიორგი ქობულია - ყურადღებით ვაკვირდებით პურის ფასის მატებას, ხომ არ არის არაკონკურენტული გარიგება
გიორგი ქობულია - ყურადღებით ვაკვირდებით პურის ფასის მატებას, ხომ არ არის არაკონკურენტული გარიგება

ყურადღებით ვაკვირდებით პურის ფასის მატებას, ხომ არ არის არაკონკურენტული გარიგება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავრობა პურის ფასს არ არეგულირებს და ის კომერციულად ფორმირდება.

„ხორბლის ფასმა აიწია მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს ჩვენს პურის ფასზე. მე არაერთხელ ვთქვი, რომ ჩვენ არ ვარეგულირებთ პურის ფასს, როგორც მთავრობა. პურის ფასი არის კომერციულად ფორმირებადი. ამიტომ, თუ ვთქვათ, ხორბლის ფასმა აიწია საერთაშორისო ბაზრებზე, რა თქმა უნდა, პურის მწარმოებელი ამ ფასის აწევას ასახავს პურის ფასზეც.

ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს, რათა დავრწმუნდეთ, რომ არ არის არაკონკურენტული გარიგება. შედეგებს მოგვიანებით მოგახსენებთ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.