გიორგი ნემსაძე - საქმისადმი უფრო პროფესიონალური დამოკიდებულება უნდა გვქონდეს #1TVSPORT
გიორგი ნემსაძე - საქმისადმი უფრო პროფესიონალური დამოკიდებულება უნდა გვქონდეს #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ კომენტარი საქართველოს თასის 1/16 ფინალში ქობულეთის „შუქურასთან“ წაგებულ შეხვედრაზე გააკეთა.

„ხშირია შემთხვევა, როდესაც აქცენტი ჩემპიონობაზე გაქვს და თასზე ყურადღებას ადუნებ. ბიჭების ყურადღება ამაზე გავამახვილე, რომ ასეთი მიდგომით გუნდი მარცხდება. ეს არაპროფესიონალური მიდგომაა. ჩვენ ჩემპიონატის ლიდერები ვართ, მაგრამ რაღაც გვაკლია, ალბათ პროფესიონალიზმი. თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დახარჯულიყო. მე ვთქვი, რომ საფრთხე იქიდან მოდის, სადაც მოდუნებას აქვს ადგილი“, – ამბობს გიორგი ნემსაძე.

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, ამ მატჩმა შემადგენლობის კორექტირება უკარნახა: „ეს წაგება იმაზე მეტყველებს, რომ მეტად უნდა ვიყოთ მობილიზებულები და საქმისადმი უფრო პროფესიონალური დამოკიდებულება გვქონდეს. ვფიქრობ, ეს იყო წაგების მიზეზი, რადგან ბევრი მომენტი გვქონდა და მათი რეალიზაცია ვერ შევძელით. იმ აზრამდე მივდივარ, რომ არასერიოზული დამოკიდებულება იყო და მოდუნებას ჰქონდა ადგილი. ამიტომ, შემადგენლობაში კორექტირებაა საჭირო. ვინც უფრო განმსჭვალული იქნება „დინამოს“ სიყვარულით, ის ითამაშებს“.

ზესტაფონის „დავით აბაშიძე არენაზე“ ქობულეთელებმა 1:0 მოიგეს და ბოლოს სტუმართა კარში გატანილი პენალტი მთავარმა არბიტრმა გიორგი ჩელებაძეს არ ჩაუთვალა.