გიორგი მოსიძე - ვაისი კარგი კრიზის-მენეჯერია, მაგრამ ექსტრემალურ ვითარებაში მოიკოჭლებს
გიორგი მოსიძე - ვაისი კარგი კრიზის-მენეჯერია, მაგრამ ექსტრემალურ ვითარებაში მოიკოჭლებს

„საქართველოს ნაკრების მიერ ერთა ლიგის ორ გასვლით შეხვედრაში მოპოვებული 2 ქულა მიუღებელი შედეგი ნამდვილად არ იყო. თუმცა, ხარისხი არ მოგვეწონა, რადგან ორივეში მოგება შეგვეძლო“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ტელეშოუს „რა? სად? როდის?“ ავტორმა და წამყვანმა გიორგი მოსიძემ.

მან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის პლუს-მინუსებზეც ილაპარაკა:

„ვაისი აღმოჩნდა კარგი კრიზის-მენეჯერი, რომელმაც საქართველოს ნაკრები კრიზისიდან გამოიყვანა და ზედიზედ 10 თამაში არ წაგვიგია. ამავე დროს, ვაისი კარგი სტრატეგია, მაგრამ ექსტრემალურ ვითარებასა და შეცვლების დროს მოიკოჭლებს“.

ტელეწამყვანი დარწმუნებულია, რომ 12 ნოემბერს ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალს ის გუნდი მოიგებს, რომლის მწვრთნელიც სწორ ტაქტიკას შეიმუშავებს:

„ჩრდილოეთ მაკედონიამ პლეი ოფის ნახევარფინალში აშკარად აჯობა კოსოვოს ნაკრებს, რომელმაც ერთა ლიგის „დ“ დივიზიონში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის, იგორ ანგელოვსკის დამსახურებაა, რომელიც თბილისამდეც დაალაგებს გუნდის თამაშს. ამიტომ მიმაჩნია, რომ 12 ნოემბრის შეხვედრის ბედს მწვრთნელის მიერ თამაშის სწორად დაგეგმა გადაწყვეტს“.