გიორგი მიქაუტაძე - ტერფზე დისკომფორტს ვგრძნობდი, ახლა ყველაფერი კარგად არის #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ „მოლენბეკთან“ ამხანაგური თამაშის (0:0) შემდეგ „ლიონის“ ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.
„ტერფზე მცირე დისკომფორტს ვგრძნობდი, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის. მიხარია ბუცების ჩაცმა და მოედანზე დაბრუნება.
მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგური მატჩები მნიშვნელოვანია. „მოლენბეკთან“ ფრეს რაც შეეხება, ეს გუნდი ამ ეტაპზე ჩვენზე უკეთეს ფორმაშია, მათ შეკრებაზე მეტი თამაში ჩაატარეს. „ლიონში“ კი ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ მათთან შეთამაშება ავტომატიზმამდე ავიყვანოთ.
ჩვენ მოსამზადებელი ეტაპი ახლა დავიწყეთ და დრო ჯერ კიდევ გვაქვს. ბევრს ვესაუბრები ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ისინი მუდმივად უნდა წავახალისოთ, რათა თავი მაქსიმალურად გამოიჩინონ.
მომავალში უფრო რთული მატჩები გველის და ჩვენი თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. „ლიონის“ დატოვება ვერ წარმომიდგენია. კონტრაქტი 2028 წლამდე მაქვს გაფორმებული, აქ იმისთვის ვარ, რომ გოლები გავიტანო და გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.