ფრე „მოლენბეკთან“ - მიქაუტაძემ „ლიონის“ რიგებში მეორე ტაიმში ითამაშა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე საკონტროლო შეხვედრა ბრიუსელის „მოლენბეკთან“ გამართა და 0:0 დაასრულა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. როგორც ანგარიშიდან ჩანს, გიორგიმ ბელგიელებთან თავი ვერ გამოიჩინა.
„ლიონი“ მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ სამ შეხვედრას გამართავს:
ამხანაგური მატჩები
26.07. 17:00
„ჰამბურგი“ – „ლიონი“
30.07. 19:30
„მალიორკა“ – „ლიონი“
02.08. 17:30
მიუნხენის „ბაიერნი“ – „ლიონი“
საფრანგეთის ლიგა 1-ში გუნდი სეზონს 16 აგვისტოს „ლანსთან“ გასვლითი შეხვედრით გახსნის.