გიორგი მერებაშვილი - სანდრო კობახიძემ ევრო 2020-ზე ნიდერლანდები-უკრაინის მატჩი საინტერესოდ წაიყვანა #1TVSPORT
გიორგი მერებაშვილი - სანდრო კობახიძემ ევრო 2020-ზე ნიდერლანდები-უკრაინის მატჩი საინტერესოდ წაიყვანა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარმა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა, რომელიც ევრო 2020-ზე პოლონეთი-სლოვაკეთის ნაკრებების მატჩის წაიყვანს. მან ცალკე ილაპარაკა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ სანდრო კობახიძეზე, ნიდერლანდები-უკრაინის მატჩი ძალიან საინტერესოდ წაიყვანა.

– მომწონს ევროპის ჩემპიონატი და მჯერა, გუნდები უფრო და უფრო გაიხსნებიან და ჩვენთვის, ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის უფრო საინტერესო ფეხბურთს აჩვენებენ.

– ჩვენ რომ გვეთამაშა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაცვლად? დარწმუნებული ვარ. ავსტრიასთან გაცილებით უკეთ და თავისუფლად ვითამაშებდით და უფრო სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებდით, რადგან ჩემი აზრით, უფრო მაღალი კლასის მოთამაშეები გვყავს.

– სხვათა შორის, ჩემმა თანაგუნდელმა პლოცკისვისლაში“ პოლონეთის ჩემპიონატში უფრო ლამაზი გოლი გაიტანა, ვიდრე ჩეხების ფეხბურთელმა პატრიკ შიკმა – შოტლანდიას. ვინც ასეთ გოლს იტანს, მიმაჩნია, რომ ის მოედანს კარგად ხედავს. ჩეხეთი უკეთესი ნაკრებია, მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე შოტლანდიას, რომელიც არასტაბილური გუნდია და შეტევაში ზოგჯერ არანაირი იმპროვიზაცია არ აქვს.

– ჩემთვის გასაოცარია, რომ იტალიას გამორჩეული ვარსკვლავი და ლიდერი არ ჰყავთ, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ჩემი აზრით, მას ჯგუფიდან გასვლა არ გაუჭირდება, მერე კი ფავორიტებთან გამოჩნდება, რეალურად რა შეუძლიათ.

– ერთ-ერთ ფავორიტად ბელგია მიმაჩნია. სანახაობრივ და კარგ ფეხბურთს აჩვენებს. მართალია, პირველ ტურში რუსეთის სახით საკმაოდ სუსტი მეტოქე ჰყავდა, მაგრამ ფაქტია, რომ კარგი მოთამაშეები ჰყავთ და შეთამაშებული გუნდია.

– ნიდერლანდები ერთ-ერთ ფავორიტად მიმაჩნია, მთავარია, დაცვაში რამდენად კარგად წარმოაჩენენ თავს – ჩემი აზრით, უფრო კომპაქტურად უნდა ითამაშონ. თორემ კარგად უტევენ და იმპროვიზაცია არ აკლიათ და გატანა შეუძლია.

– ჩემთვის გასაოცარი იყო, სანდრო კობახიძემ (საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი) რა კარგად წაიყვანა ნიდერლანდები-უკრაინის მატჩი. მე პირადად მისი კომენტირებით ძალიან ვისიამოვნე. ის კარგად იცნობს უკრაინის ფეხბურთს და ფეხბურთელები ძალიან კარგად წარმოაჩინა.