გიორგი მამარდაშვილი - დღეს კვარას სახით მოედანზე ახალი თაობის ლიდერი გვყავდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი - დღეს კვარას სახით მოედანზე ახალი თაობის ლიდერი გვყავდა #1TVSPORT

ბულგარეთის ნაკრებთან გამარჯვების შესახებ საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა პირველ არხთან ისაუბრა.

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბულგარეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იყო.

„ძალიან მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე. ცუდად დავიწყეთ, მომენტი შეგვიქმნეს, არ იქნებოდა კარგი, სწრაფი გოლი გაგვეშვა. კაშიას გარეშე ვითამაშეთ, როცა მოედანზე მისი გამოცდილება გაკლია, ლიდერი გჭირდება, ახლა კი ახალი თაობის ლიდერი გვყავდა კვარას სახით.

როდესაც კაშია ნაკრებიდან წავა, კვარა მის გზას კარგად გააგრძელებს, ის ნაკრებისთვის და მთელი საქართველოსთვის უდიდესი ფიგურაა. როდესაც ასეთი დიდი ფეხბურთელი გელაპარაკება, რომელსაც ყველაფერი მოგებული აქვს, ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.