გიორგი კაკაურიძე - თავდაცვის სამინისტროს ხარჯები 75 მილიონი ლარით მცირდება
გიორგი კაკაურიძე - თავდაცვის სამინისტროს ხარჯები 75 მილიონი ლარით მცირდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ხარჯები 75 მილიონი ლარით მცირდება. მისივე თქმით, არის ორი მიმართულება – ერთი არის სამშენებლო მიმართულებები, მეორე – საფრანგეთის კრედიტით დაფინანსებული პროექტი.

„რეალურად, არის დროში გადავადება გარკვეული პროექტების. მათ შორის, იმიტომ, რომ საფრანგეთის მხრიდან მომწოდებელი ვერ შეასრულებს წელს იმ მოცულობის სამუშაოებს, რაც იყო დაგეგმილი. ერთი ნაწილი ეს არის. რაც შეეხება ადგილობრივ პროექტებს, ეს არის პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს, თუმცა ამ ორთვიანმა პერიოდმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ერთი მხრივ, თანხები გამოგვეთავისუფლებინა; მეორე მხრივ, ეს პროექტები გრძელდება, დროში იქნება შედარებით გადავადებული. არც ერთი პროექტის გაუქმება საბოლოო ჯამში არ ხდება. თუმცა, წლევანდელი წლის ხარჯი ნაკლები იქნება და ეს ხარჯები მომავალ წელს გაიწერება.

საფრანგეთის ნაწილში, ეს არის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება. კონტრაქტის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა, არის საავიაციო ნაწილში თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე“, – აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

დატოვე კომენტარი