გიორგი გახარია – ტრამპის სამშვიდობო გეგმა მოიტანს რეალურ პროგრესს ავღანეთში ომის დასრულებაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა მოიტანს რეალურ პროგრესს ავღანეთში ომის დასრულებაში. ამის შესახებ გახარია „ტვიტერში“ წერს.
„მნიშვნელოვანი მომენტი აღინიშნება. პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმა მოიტანს რეალურ პროგრესს ავღანეთში ომის დასრულებაში. საქართველო განაგრძობს აშშ-ის მხარდაჭერას, რათა დაინახოს, რომ შეთანხმების პირობები შესრულდა“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.
Today marks an important moment. President Trump’s peace plan will bring real progress toward ending the war in Afghanistan. #Georgia will continue to stand with the US to see the agreement’s conditions are met. @realDonaldTrump
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) February 29, 2020