გიორგი გახარია - თანამდებობაზე რომ ხარ, როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლება სხვა გზებით გატარებს, Google Maps-ით რომ დადიხარ, სულ დანგრეულ გზებზე გიწევს სიარული, ამით საკუთარ თავს ვაკრიტიკებ
გიორგი გახარია - თანამდებობაზე რომ ხარ, როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლება სხვა გზებით გატარებს, Google Maps-ით რომ დადიხარ, სულ დანგრეულ გზებზე გიწევს სიარული, ამით საკუთარ თავს ვაკრიტიკებ

ნახავთ და დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათ პარტია „საქართველოსთვის“ როგორც მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები, ასევე საკრებულოებში სიები. ეს იქნება ახალგაზრდა, კომპეტენეტური და კეთილსინდისიერი ხალხის ნაკრები, – განაცხადა პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ ქობულეთში, სადაც პარტიის ოფისი გახსნა და ჟურნალისტებმა მას შეკითხვა დაუსვეს აჭარაში მის გეგმებთან დაკავშირებით.

„ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ რეგიონებში სიარულის შემდეგ სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ იყო სწორი. მომეცა ხალხთან ახლო ურთიერთობის შესაძლებლობა. თანამდებობაზე რომ ხარ, როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლება იმ გზებით გატარებს, რომლებიც უნდა და ახლა, შენ თვითონ Google Maps-ით რომ დადიხარ, სულ დანგრეულ გზებზე გიწევს სიარული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ჩემს თავს ვაკრიტიკებ ახლა ამით და ამას მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

აჭარაში უაღრესად მნიშვნელოვანია აჭარის განვითარების ეკონომიკურ მოდელზე ჩამოყალიბება. აქ ძალიან ბევრი საკითხია, აჭარას აქვს დიდი ლოგისტიკური მნიშვნელობა, უდიდესი ტურისტული მნიშვნელობა და როდესაც ვამბობ, რომ ქობულეთის, ბათუმის, გონიოს ტურისტული აგლომერაციის ერთიანი განვითარების გეგმაა შესამუშავებელი, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. მოსაფიქრებელი და გადასააზრებელია აჭარაში პორტების, აეროპორტების ფუნქცია და მათი გათანამედროვება. აჭარაში გადასააზრებელია სოფლის მეურნეობის კომპონენტი და არის ძაან დიდი კომპეტენციაა, მათ შორის ახალგაზრდების, რომლებიც გამოსაყენებელია. თქვენ ნახავთ და დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათ პარტია „საქართველოსთვის“ როგორც მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები, ასევე საკრებულოებში სიები. ეს იქნება ახალგაზრდა, კომპეტენეტური და კეთილსინდისიერი ხალხის ნაკრები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.