გიორგი გახარია - ნიკანორ მელია იმუნიტეტს საკმაოდ ეფექტურად იყენებს
გიორგი გახარია - ნიკანორ მელია იმუნიტეტს საკმაოდ ეფექტურად იყენებს

საქართველოს პარლამენტის წევრების დაკავება შეუძლებელია, რადგან მათ იმუნიტეტი იცავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა დეპუტატების დაკავება ველისციხეში მომხდარი ინციდენტის თაობაზე.

გახარიას თქმით, დეპუტატი ნიკა მელია დეპუტატის იმუნიტეტს საკმაოდ ეფექტურად იყენებს.

„ნიკანორ მელია იმუნიტეტს საკმაოდ ეფექტურად იყენებს და ეს ახლა აშკარად ჩანს, თუმცა იქ, სადაც გადაცდომა იქნება, ეს გადაცდომა ჩვენ დავაფიქსირეთ. ჯერჯერობით, ადმინისტრაციულ გადაცდომას ვხედავთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.