გიორგი გახარია აკაკი ბობოხიძეს - ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ, მე კი პასუხისმგებლობა მაქვს [ვიდეო]

პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ წევრებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასთან საუბარი წარიმართა 20-21 ივნისს გამოყენებული ტყვიების შესახებ. ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ტყვიებს, რომელიც აქციის დასაშლელად გამოიყენეს, ეწერა „ნაკლებად ლეტალური“. გახარიას თქმით, ნადირაშვილმა იცრუა, ტყვიას „არალეტალური“ აწერია, რის დასტურადაც მან ირმა ნადირაშვილს ტყვია გადასცა.

საუბარში ჩაერთო დეპუტატი აკაკი ბობოხიძეც და გიორგი გახარიას აღნიშნული ტყვიების გამოცდა შესთავაზა: „ერთი მე მესროლეთ და მე ვისვრი“.

„ამაზე უბრალოდ ვერ გიპასუხებთ, რადგან თქვენ ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ, მე კი პასუხისმგებლობა მაქვს“, – მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დეპუტატ აკაკი ბობოხიძეს.