გიორგი გახარია აცხადებს, რომ განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის კვლავ გამოყოფას დამატებითი მსჯელობა სჭირდება
გიორგი გახარია აცხადებს, რომ განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის კვლავ გამოყოფას დამატებითი მსჯელობა სჭირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის კვლავ გამოყოფას დამატებითი მსჯელობა სჭირდება. ამის შესახებ გახარიამ დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, შესაბამისი კითხვის პასუხად აღნიშნა.

„ამას დასჭირდება მაქსიმუმ ორი-სამი კვირა. მთავრობა ამ თემაზე იმსჯელებს, მობრუნდება პარლამენტში და თქვენთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა გავაკეთოთ.

თუმცა, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მცირე მთავრობა, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ამ პრინციპთან ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ.

თუ მცირე მთავრობის კომპონენტი და კრიტერიუმი მოდის წინააღმდეგობაში ეფექტურობასთან, გარკვეული დარგების მართვის ნაწილში, აქ გარკვეული კომპრომისების დაშვება შესაძლებელია. გპირდებით, რომ ვიმსჯელებ თქვენთან ერთად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.