გიორგი გახარია - 10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს
გიორგი გახარია - 10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს

10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, 10 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვის რეგულაცია შეეხებათ თუ არა ეკლესიებს.

„მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განსაზღვრავს და განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით, შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.