ტაიმაუტი | გიორგი დევდარიანი - დანიამ უელსთან სამი სხვადასხვა სქემით ითამაშა და აჩვენა, ფეხბურთი როგორ უნდა განვითარდეს #1TVSPORT
ტაიმაუტი | გიორგი დევდარიანი - დანიამ უელსთან სამი სხვადასხვა სქემით ითამაშა და აჩვენა, ფეხბურთი როგორ უნდა განვითარდეს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარმა, ცნობილმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ევრო 2020-ზე ჩეხებთან ნიდერლანდების მოულოდნელ მარცხზე (0:2) და ტურნირის მსვლელობაზე ისაუბრა.

– ნიდერლანდებმა დე ლიხტის გაძევებამდეც ვერ აჩვენა გამორჩეული ფეხბურთი. თამაშის მიხედვით ჩეხეთს არაფრით არ სჯობდა. ევროპის ჩემპიონატი ისეთ ეტაპზე მივიდა, ერთი გუნდი მეორეს ათი თავით ნამდვილად არ აღემატება, რაც იტალია-ავსტრიის მატჩმაც დაამტკიცა. იტალიამ ისე ვერ გაინავარდა, როგორც წინა მატჩებში.

– შესაძლოა, კაცი რომ არ გაეგდოთ, ნიდერლანდებს თამაშის სურათი შეეცვალა, მაგრამ მათი ფეხბურთიც აღმავლობას რომ არ განიცდის, ესეც ფაქტია. მათ სულ ვარსკვლავები ჰყავდათ და გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც ბრწყინავდნენ. ახლა ასე არ იყო. ალბათ, გუნდის სქემის 5-3-2-ზე მოულოდნელმა გადაწყობამაც იმოქმედა და მათ მხარეს იღბალიც არ იყო.

– დანიის ნაკრებმა უელსთან სათამაშო სქემა რამდენჯერმე გადააწყო. თამაში 3 მცველით დაიწყო, მერე 4 მცველზე გადაერთო, ბოლოს – 5-3-2-ზე. თანამედროვე ფეხბურთში დიდი პლუსია, რაც უფრო ხშირად ახერხებს გუნდი ერთიდან მეორე სისტემაზე გადართვას და მეტოქისთვისაც რთულად წასაკითხია. რა თამაშიც დანიამ აჩვენა, ევრო 2020-ის ერთ-ერთი ფავორიტი ჩანს, არავისთვის ადვილად გადასალახი ბარიერი არ იქნება. გუნდმა შეხვედრის დროს სამი სხვადასხვა თამაში აჩვენა! ეს უბრალო გუნდებს არ შეუძლაით. ამ ნაკრებმა აჩვენა, საით უნდა წავიდეს და განვითარდეს ფეხბურთი.

ბელგია-პორტუგალიაზე პროგნოზი გამიჭირდება. გუნდზე, სადაც რონალდო და ბევრი კარგი მოთამაშეა, სიბეცეა თქვა, რომ მოგების შანსი არ აქვს, მაგრამ ბელგია დე ბრუნით, ლუკაკუთი და აზარით უფრო მესიმპათიურება. დე ბრუინის ყურება ერთი სიამოვნებაა და თავად ბელგიის ნაკრებიც თამაშს კარგად გრძნობს. არც ასეთი გუნდისგან უნდა გაგიკვირდეს წარმატება. ამიტომ კარგ სანახაობას ველოდები.

– გოლების უმრავლესობა კონტრშეტევაზე, გადის. დიდი გუნდების ხელწერა ამ გადასვლების გამოყენებაა. ეს იტალიამ გვაჩვენა და ბელგიის მახასიათებელია. ბოლო 10-15 წელი უფრო მოკლე და საშუალო გადაცემებს იყენებენ, მაგრამ უარს არც ტრადიციულ ბურთის ფლობას და კონტროლზე ამბობენ.