გიორგი ჭიაბრიშვილი - „არარატ-არმენიასთან“ წაგების შემდეგ ვცდილობდი, რომ რეაბილიტაცია მომეხდინა
გიორგი ჭიაბრიშვილი - „არარატ-არმენიასთან“ წაგების შემდეგ ვცდილობდი, რომ რეაბილიტაცია მომეხდინა

მოსკოვის „დინამოსთან“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სენსაციურად მოგებული მატჩი (2:1) თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„მადლობა ამ თანადგომისთვის. არც ჩანდა, რომ ხალხი არ იყო დაშვებული, ისეთი მხარდაჭერა იყო. დიდი და ძლიერი მუხტი იყო და რომც წაგვეგო, მაინც მადლობას გადაგიხდიდით“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა: „ასეთი ძლიერი გუნდის დამარცხება იოლი არ იყო, თუმცა, არანაკლებ ძლიერი იყო კრაიოვას გუნდიც, რომელიც პირველ ეტაპზე დავამარცხეთ. შარშანდელი წაგების შემდეგ („საბურთალოში“ მუშაობისას „არარატ-არმენიასთან“ წაგება იგულისხმა) ვცდილობდი, რომ რეაბილიტაცია მომეხდინა და მიხარია, რომ ეს შევძელი. მადლობა „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობას, რომ ასეთი მარცხის შემდეგ მომცა საშუალება, რომ ქართველი ხალხი გაგვეხარებინა“.