გიგი უგულავა - როგორც ციხეში ნამყოფი კაცი, ერთ რამეს გეტყვით, მაგარი შეძახილით გავამხნევოთ ნიკა მელია, ციხე არ კლავს, მხოლოდ აძლიერებს
გიგი უგულავა - როგორც ციხეში ნამყოფი კაცი, ერთ რამეს გეტყვით, მაგარი შეძახილით გავამხნევოთ ნიკა მელია, ციხე არ კლავს, მხოლოდ აძლიერებს

დღეს არ არის კარგი დღე, დღეს არის 23 თებერვალი, საბჭოთა არმიის, მეთერთმეტე დამპყრობელი არმიის დღე, რომელიც ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა ასე აღნიშნეს; დღეს არის დღე, როდესაც საქართველოში გაფორმდა დიქტატურა, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი უგულავამ.

უგულავას თქმით, დიქტატურა იწყება ზუსტად ასე, მაგრამ დიქტატურა მთავრდება ძალიან ცუდად.

„თავისუფლებას ვერავინ გააჩერებს, თავისუფლება წყალივითაა, რომელიც ყველაფერს გადაჯეგავს და თავის გზას იპოვის. ეს უმსგავსო ხალხი დგას ახლა და ტელევიზორში ქირქილებს. აბა, თუ მაგრები იყავით, რატომ ვერ დაიცავით და რაღაცა მსგავს ბოდვებს ახმოვანებენ. მე მინდა, შეგახსენოთ, ალბათ ყველას გაქვთ ნანახი და წაკითხული კავკასიური ცარცის წრის ყველაზე, ყველაზე ცნობილი ეპიზოდი, როდესაც ვერ არკვევევნ ბავშვის მშობლები, თუ ვისი ბავშვია და ორივე აქეთ-იქით ხელზე ექაჩება; ბავშვი გახლეჩის პირასაა და ერთი მხარე გაუშვებს ხელს, მშობელიც სწორედ ის იქნება. გუშინ ღამე ჩვენ შევიკრიბეთ ნიკას თხოვნით და ნიკამ გვთხოვა, ყველას, სხვა პარტიების წევრებს, თავისი პარტიის წევრებს – მე არ მინდა, რომ ჩემ გამო თუნდაც იოტისოდენად, ერთი ადამიანი დაშავდესო. მე წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ ჩემ გამო ვინმე აქ დაიღუპოს, მე ციხეში წყანარად ვერ ვიჯდები, თუ ვიღაცა ჩემს გამო დაზარლდება, ამიტომ ძალიან გთხოვთ, როცა მოვლენ ისინი, ტაში დაუკარითო. მან ხელი გაუშვა, რადგან საქართველო ჩვენი შვილია, საქართველო ჩვენი სახელმწიფოა და ამ ვირიშვილებმა აიღეს და დაარბიეს ეს ქვეყანა, დაანგრიეს ეს ქვეყანა, ჩვენ გავუშით ხელი, რადგან ეს ჩვენი შვილია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას თქმით, ციხე არ კლავს, მხოლოდ აძლიერებს და ნიკა მელია გამოვა ძლიერი.

„მაგრამ ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ. ეს ბრძოლა ახლა იწყება. ეს ბრძოლა ციხიდან იწყება, ეს ბრძოლა აქედან იწყება და ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდება. მეგობრებო, ახლა ყველა ერთად ინგოროყვას ქუჩით და შემდეგ აქვე ჩიტაძის დაღმართით გავემართოთ პარლამენტისკენ. იქ, სადაც მთავარი ბოროტება ზის, იქ სადაც ერთპარტიული პარლამენტია, იქ სადაც რუსეთი გაამეფეს, იქ სადაც მოსკოვია, მაგრამ ის თბილისია, თბილისი ცენტრია და ივანიშვილი მას ვეღარასდროს გაარუსებს. წავიდეთ ახლა, მეგობრებო, ერთად, იმ ჩვენ მეგობრებს, რომლებიც დღე და ღამე, 50 დღეა, სხედან კარავში, ჩვენს გამო სხედან, ჩვენს საქმეს აკეთებენ, მათ გვერდზე დავდგეთ. იქ, სადაც, თითქოს არაფრის უფლებას არ გაძლევენ, არადა პარლამენტია იქ, სადაც ყველაფრის უფლება აქვს ადამიანს კანონით და კონსტიტუციით. ამიტომ, მეგობრებო, სულ მალე, 10 წუთში კიდევ რამდენიმე გამომსვლელია, არ დავიშალოთ და ჩავიდეთ პარლამენტთან, იქ კიდევ ერთხელ ვთქვათ სათქმელი.

ბოლოს, მე, როგორც ციხეში ნამყოფი კაცი, ერთ რამეს გეტყვით, ახლა მაგარი ტაშით, მაგარი შეძახილით გავამხნევოთ ნიკა, ყველამ ერთად. მეგობრებო, ციხე არ კლავს, ციხე მხოლოდ აძლიერებს, ეს არ არის მისი დაკარგული დრო, ეს არის ის დრო, რომელიც მას გააძლიერებს. ის მალე გამოვა და ჩვენთან ერთად, თქვენთან ერთად გაათავისუფლებს ამ ქვეყანას ამ საზიზღრობისგან, რასაც ივანიშვილი და ეს ცახესი ღარიბაშვილი ჰქვია, გაიხარეთ მეგობრებო“, – განაცხადა უგულავამ.