გიგაური „ტორპედოში“ დაბრუნდა - ნახევარმცველი 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს #1TVSPORT
გიგაური „ტორპედოში“ დაბრუნდა - ნახევარმცველი 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ დაადასტურა, რომ მერაბ გიგაური გუნდში დაბრუნდა, – ამის შესახებ ქუთაისელთა პრესსამსახური იუწყება.

„მერაბ გიგაური „ტორპედოში“ დაბრუნდა. 29 წლის ნახევარმცველი გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება. მერაბ გიგაური 7- ნომრიან მაისურს მოირგებს“, – წერია „ტორპედოს“ გავრცელებულ ცნობაში.

29 წლის ნახევარმცველი ქუთაისის „ტორპედოში“ 2010–2014 და 2017-2019 წლებში თამაშობდა. 2019 წელს კი აზერბაიჯანში გადავიდა, სადაც 2019–2021 წლებში „გაბალაში“ იყო, ხოლო 2021–2022 წლებში ბაქოს „შამახში“ (ყოფილი „კეშლა“) გამოდიოდა. გამოცდილი ნახევარმცველი იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, 2013 წელს კი თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა.

გიგაურსშამახთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა. გიგაურს კონტრაქტს კიდევ ორი აზერბაიჯანული გუნდი სთავაზობდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქუთაისის „ტორპედო“ და მერაბ გიგაურმა ყოფილ კლუბში დაბრუნება ამჯობინა.

გიგაურმა „ტორპედოს“ შემადგენლობაში 157 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 7 გოლი და 10 საგოლე პასითაც დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი.