გიგა ჭიკაძე - კასერესთან ბრძოლა ძალიან სანახაობრივი იქნება და შესაძლოა წლის საუკეთესო დაპირისპირებად იქცეს
გიგა ჭიკაძე - კასერესთან ბრძოლა ძალიან სანახაობრივი იქნება და შესაძლოა წლის საუკეთესო დაპირისპირებად იქცეს

ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე, რომელიც UFC-ის ოქტაგონზე დაუმარცხებელია, ორგანიზაციის ეგიდით რიგით მეოთხე ორთაბრძოლას 9 აგვისტოს გამართავს. გიგას მეტოქე გამოცდილი ალექს კასერესი იქნება.

32 წლის კასერესმა მიმდინარე წელს ერთი ორთაბრძოლა უკვე გამართა და პერსპექტიული ჩეის ჰუპერი დამაჯერებლად დაამარცხა. ამერიკელი მებრძოლს კარიერაში 16 ბრძოლა აქვს მოგებული და 12 მარცხი აქვს განცდილი. ის UFC-ში 2011 წლიდან ასპარეზობს.

ბრძოლამდე 22 დღით ადრე ჩვენ გიგას ამერიკის შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

მომდევნო ბრძოლა გამოცდილ ალექს კასერესთან გაქვს. დაპირისპირებას საკმაოდ მოკლე პერიოდში დათანხმდი. რას იტყვოდი მეტოქეზე. რა არის მისი სუსტი და ძლიერი მხარე?

ჩემი აზრით ალექს კასერესი ძალიან კარგი მებრძოლია. ზოგადად ძალიან ლამაზი და სანახაობრივი სტილი აქვს.მახსოვს დაახლოებით 10 წლის წინ მას ვგულშემატკივრობდი კიდეც. ვფიქრობ ამ დროისთვის ის ჩვენს დივიზიონში ერთერთ ყველაზე გამოცდილ და ძლიერ სპორტსმენად ითვლება. მისი ძლიერი მხარე არის დგომში ბრძოლა (სტრაიკინგი), მაგრამ ასევე კარგად ფლობს ჯიუ ჯითსუსა და ჭიდაობას. მიუხედავად ამისა ჩემი ძალების მჯერა და გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. მინდა გითხრათ, რომ ბრძოლა ჩემი ინიციატივით შედგება, მეტოქე სწორედ მე გამოვიწვიე.

ორივე ძალიან სანახაობრივი სტილით გამოირჩევით. რის ხარჯზე გეგმავ უპირატესობის მოპოვებას და გამარჯვების მოპოვებას ?

ვთვლი რომ ძალიან საინტერესო და სანახაობრივი ბრძოლა იქნება. გულშემატკივარს აუცილებლად მოეწონებათ. არ გამოვრიცხავ, რომ წლის საუკეთესო ბრძოლადაც იქცეს. რაც შეეხება საბრძოლო გეგმას, უკვე ვიცით თუ როგორ წარვმართავ ორთაბრძოლას. ძალიან კარგდ მყავს მეტოქე შესწავლილი. მას ბევრი ბრძოლა აქვს გამართული და ვიცი მისი სუსტი და ძლიერი მხარეები. კონკრეტულ გეგმას სიურპრიზად დავტოვებ, არ მსურს ბრძოლამდე ტაქტიკის გაჟრერება.

3)მომზადება კვლავ რთულ პირობებში გიწევთ ? შეზღუდვები ალბათ კვლავ ძალაშია ?

მომზადება ნამდვილად ძალიან რთულია თუნდაც იმ ფაქტის გამო, რომ ჩემი მწვრთნელი და ბევრი თანაგუნდელი წასულია აბუ დაბიში საბრძოლო კუნძულზე და არ იმყოფებიან აქ. როგორც მოგეხსენებათ კელვინ გასტელუმს და ფაბრიციო ვერდუმს ბრძოლები აქვთ გასამართი. ჩემი მთავარი მწვრთნელი ასევე დაკავებული იყო მაიკ ტაისონთან მუშაობით და აქედან გამომდინარე სრულყოფილად მოსამზადებელი ეტაპის გავლას ვერ ვახერხებ. სხვა მწვრთნელებთან ერთად მიწევს მზადება, მაგრამ არაფერზე ვნერვიულობ და დარწმუნებული ვარ ჩემს ძალებში. ერთადერთი რაზეც სერიოზული მუშაობა მიწევს წონის კლებაა, რადგან საკმაოდ ბევრი კგ მაქვს დასაკლები აწონვებამდე.

4)კასერესთან გამარჯვების შემთხვევაში ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას მოიპოვებ და სამართლიანად გაგიჩნდება პრეტენზია რომ მომდევნო მეტოქედ ტოპ 15-ის მებრძოლი მოითხოვო. რას იტყვი ამაზე ?

first thing first – ინგლისურად კარგად ჟღერს. ჯერჯერობით მომავალ გეგმებზე არ ვფიქრობ, ახლა მთავარი ამოცანა კასერესის დამარცხებაა. თუმცა გეტყვით, რომ სასურველ მეტოქედ კვლავ მიმაჩნია ედსონ ბარბოსა და მასთან ბრძოლის სურვილი არ გამნელებია.

5)დღეს რომან დოლიძე ჩაატარებს თავის სადებიუტო ბრძოლას UFC-ის ოქტაგონზე. რას იტყვოდი ამ ბრძოლაზე და ზოგადად ქართველების გამოსვლაზე შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში?

ძალიან მიხარია რომ ქართველი მებრძოლები ვამტკიცებთ რომ სერიოზული ძალა ვართ UFC-ში. ყოველთვის მიხარაია ქართველის ხილვა გალიაში და რა თქმა უნდა ძალიან ვგულშემატკივრობ. ქართველ მებრძოლებს ბოლო 8 ბრძოლა აქვთ მოგებული და ეს უდიდესი წარმატებაა ჩვენნაერი პატარა ქვეყნისთვის.