გიგა ბოკერია - ყველას კორექტულობისკენ მოვუწოდებ, თავისი მძიმე შეცდომის გადაფარვას აქეთ ბრალდებებით აპირებენ, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებული ბრალდებებით
გიგა ბოკერია - ყველას კორექტულობისკენ მოვუწოდებ, თავისი მძიმე შეცდომის გადაფარვას აქეთ ბრალდებებით აპირებენ, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებული ბრალდებებით

ყველას კორექტულობისკენ მოვუწოდებ, თავისი მძიმე შეცდომის გადაფარვას აქეთ ბრალდებებით აპირებენ, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებული ბრალდებებით, – ასე უპასუხა „ევროპული საქარველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ შეკითხვას სალომე სამადაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმების ჩაგდება რუსეთის ინტერესებში იყო.

​„ყველა მოქალაქეს, აქტიურს, ვინც ჩემსავით თვლის, რომ სერიოზული შეცდომა იყო, როგორც წარმართეს ჩვენი პარტნიორების ნაწილმა ეს მოლაპარაკება და რის შედეგადაც გვაქვს ის დოკუმენტი და ის კონტექსტი, რაც გვაქვს, თავი შეიკავონ არაკორექტული თავდასხმებისგან და ბრალდებებისგან, რომელთაც ჩვენგან განსხვავებული აზრი აქვთ. ზოგჯერ გულწრფელად ცდებიან და ამის მიღმა არაფერი არაა. ოღონდ ზოგჯერ და არა ყოველთვის. არც ერთ შემთხვევაში ასეთი სერიოზული შეცდომა არ ამცირებს ზიანს, რომელიც ჩემი აზრით უკვე დადგა.

ცნობილი გამოთქმაა, რომ პირველი შთაბეჭდილების მოხდენის მეორე შანსი არ არსებობსო და ჩვენი საერთო ამოცანა იყო, რომ ამ უზარმაზარი ზიანის შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა მიაყენა ქვეყანაში ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩევნების მიმართ, ამ შეთანხმებას ამ ნდობის აღდგენისკენ გადაედგა ნაბიჯი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, როგორც არის ვითარება, მე და ჩვენი გუნდი ამ შედეგს ვერ ვხედავთ. პირიქით, საფრთხეს ვხედავთ და ეს ძალიან ცუდია. მიუხედავად ამისა, პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას. მჯერა, უმრავლეს შემთხვევაში ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის, არა ყველას შემთხვევაში, გულწრფელი შეცდომა არის ეს. ამიტომ კორექტულობისკენ მოვუწოდებ ყველას. მაგრამ თუ ახლა ისინი თავისი ამ მძიმე შეცდომის რაიმენაირად გადაფარვას აქეთკენ ბრალდებებით აპირებენ, მათ შორის ასეთი ბრალდებებით, რომ რუსეთისკენ იშვერენ ჩვენზე თითს, ამას თავგასულობა და უტიფრობა ქვია. თუ ეს ასეა, მე არ მომისმენია არავის განცხადება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.