გიგა ბოკერია - სამარცხვინო ჯოჯოხეთის მაშხალების დაორგანიზებული ძალადობის შემდეგ, პასუხი უნდა აგონ ღარიბაშვილმა და მთელმა მთავრობამ
გიგა ბოკერია - სამარცხვინო ჯოჯოხეთის მაშხალების დაორგანიზებული ძალადობის შემდეგ, პასუხი უნდა აგონ ღარიბაშვილმა და მთელმა მთავრობამ

სამარცხვინო ჯოჯოხეთის მაშხალების დაორგანიზებული ძალადობის შემდეგ, პასუხი უნდა აგონ ღარიბაშვილმა და მთელმა მთავრობამ, – განაცხადა რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისულმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

„ქართული საზოგადოების აქტიურ ნაწილს, ყველას, ვისაც გვესმის, რომ საფრთხეს უქმნის ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს მომავალს და თაობებს, თაობების შანსს, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, ახლა ყველას ამოცანაა, სამარცხვინო ჯოჯოხეთის მაშხალების დაორგანიზებული ძალადობის შემდეგ, პასუხი აგოს თანამდებობის პირმა ღარიბაშვილმა და მთელმა მთავრობამ. მინიმალური ზღვარი არის ეს, თუმცა საბოლოოდ გვესმის, ივანიშვილში არის საბოლოო ძირი ამ უბედურების. ღია ომი გამოგვიცხადეს და ამაზე თუ რეაგირება არ ექნება მოსახლეობას, კიდევ უფრი მეტი ხიფათი გველოდება წინ ამ რეჟიმისგან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.