გიგა ბოკერია - დიალოგი სწორი ინსტრუმენტია კრიზისების განსამუხტად, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო
გიგა ბოკერია - დიალოგი სწორი ინსტრუმენტია კრიზისების განსამუხტად, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო

დიალოგი სწორი ინსტრუმენტია ისეთი კრიზისების განსამუხტად, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა საქართველოში და „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

„ბუნებრივია, დიალოგი უნდა იყოს იმ საკითხზე, რამაც შექმნა კრიზისი და ეს საკითხი არის ამ სამარცხვინო პროცესებს შედეგად მიღებული შედეგების გაუქმება არჩევნებისა და ხელახალი ნორმალური არჩევნების ჩატარება. ამ ქოლგის ქვეშ ბევრი საკითხი არის – ცესკო-ს თავმჯდომარის, ცესკო-ს სხვადახვა უწყებების როლი ამ სამარცხვინო პროცესში, პოლიტპატიმრების საკითხი. ეს არის ის თემა, რაზეც დიალოგი უნდა იყოს, რათა განიმუხტოს ვითარება. რაც შეეხება დღევანდელ პოზიციას ივანიშვილის რეჟიმის, ჩვენ ვხედავთ იგივე უტიფარი, ქვეყნისათვის საზიანო კამპანიის გაგრძელებას ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან. ვიდრე არ შეიცვლება, მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება.

„მათი მონაცემებითაც კი, ოპოზიციაში შეზღუდულ და წნეხის ქვეშ და დევნის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ნახევარი ქვეყანა არის, ვინც მათი გაყალბებული მონაცემებითაც მისცა ხმა. ანუ საკუთარი საზოგადოების ნახევარის წარმომადგენლებს უწოდებენ კრიმინალებსა და დამნაშავეებს. მერე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გასაგონად რომ დიალოგს ახსენებენ ერთი-ორჯერ, ესეც კლასიკური მაგალითია ურთიერსაწინააღმდეგო გზავნილია. თუ კრიმინალებად და დამნაშავეებად თვლი, ხელისუფლება როცა ხარ ოპოზიციას, მაშინ რაზე უნდა ელაპარაკო. მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება და გაგრძელება ისე, რომ არანაირი „დედლაინი“ არ არსებობდეს, თუ მათ გონიათ, რომ რაღაც თარიღი არის და ამის მერე მოეშვებათ წნეხი, ეს არ მოხდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, აბსოლუტურად ლოგიკური და მოსალოდნელი იყო ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისგან იმ ტიპის მოწოდება, რომ ფუნდამენტური საკითხია სიტყვის თავისუფლება.

„მთავრობამ ამას ხელი არ უნდა შეუშალოს და მით უმეტეს, არ უნდა იძალადოს, რასაც ვხედავთ და რაც ვნახეთ ცესკო-სთან. რა თქმა უნდა, როგორი გულწრფელად აღშფოთებულებიც უნდა იყვნენ მოქალაქეები, ამაზე საპასუხოდ ძალადობა არ უნდა გამოიყენონ, ეს არის „ევროპული საქართველოს“ პოზიცია. მთლიანი პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება ივანიშვილს და მის რეჟიმს, მთელს ამ კრიზისზე. კერძოდ, ძალის გამოყენებაზე ცესკო-ს შენობასთან სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა გულწრფელად აღშფოთებულ ადამიანს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიმართოს ძალადობას და ამ ტიპია ქმედებებს ვემიჯნებით, გავემიჯნებით მომავალში. ზოგადად, ადამიანებს მოვუწოდებთ, ახლო კონტაქტშიც არ შევიდნენ ასეთ დროს სამართალდამცველ ორგანოებთან, რომელთაც აიძულებენ და ბრძანება აქვთ, რომ უკანონო ნაბიჯები გადადგან და სამარცხვინო და ქვეყნისთვის საზიანო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.