გია ვოლსკი - პოლიტიკური ანტიპათიის მიუხედავად, ყველას მივესალმები, ვინც გამოეწიწკნება „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობიდან
გია ვოლსკი - პოლიტიკური ანტიპათიის მიუხედავად, ყველას მივესალმები, ვინც გამოეწიწკნება „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობიდან

​ნიკა მელია ყოველგვარი პირობების გარეშე ვერ გათავისუფლდება, რადგან გარკვეული სამართლებრივი ნორმები არსებობს, რომელიც სააკაშვილსაც ეხება, რადგან მსჯავრდებულია, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

„სააკაშვილის კარნახით საქართველოში რთული პროცესები განვითარდა. ეს შეგნებულად არის გაკეთებული თუ შეუგნებლად, მაინც შეგვიძლია, ამ პროცესებს დავარქვათ შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რაშიც მთავარი წარმმართველი ძალა იყო სააკაშვილი.

პოლიტიკური ანტიპათიის მიუხედავად, ყველას მივესალმები, ვინც გამოეწიწკნება იმ მძევლობიდან, რომელშიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები მოაქცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს. „ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, გაუგებარი გირაოს გარეშე უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი