გია ვოლსკი - გიორგი გახარიამ საკანონმდებლო ორგანოში მოხსენება სიღრმისეული ანალიზით წარადგინა
გია ვოლსკი - გიორგი გახარიამ საკანონმდებლო ორგანოში მოხსენება სიღრმისეული ანალიზით წარადგინა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საკანონმდებლო ორგანოში მოხსენება სიღრმისეული ანალიზით წარადგინა. როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ოპოზიციის მხრიდან ადგილი პოლიტიკურ სპეკულაციებს ჰქონდა.

„ამას პოლიტიკურ დებატებს ვერ დავარქმევდი, თუმცა საზოგადოებას გამოსვლაზე ნათელი სურათი მაინც ჩამოყალიბდა. მინდა, მადლობა ვუთხრა არა მხოლოდ შს მინისტრს, არამედ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ძალოვან სისტემაშია დასაქმებული“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.