გია ვოლსკი - გავრილოვზე უბადრუკი თემაა, სიმბოლოებზე საუბრობენ და გვარი არ დარჩა ფაქტობრივად, რომ კავშირში არ იყოს რუსეთის თემასთან, გინდ ჩხეიძე, გინდ ბურჯანაძე, გინდ სხვა
გია ვოლსკი - გავრილოვზე უბადრუკი თემაა, სიმბოლოებზე საუბრობენ და გვარი არ დარჩა ფაქტობრივად, რომ კავშირში არ იყოს რუსეთის თემასთან, გინდ ჩხეიძე, გინდ ბურჯანაძე, გინდ სხვა

გავრილოვთან დაკავშირებით იმდენად უბადრუკი თემაა, ამაზე კომენტარის გაკეთებას არც ვაპირებდი, მაგრამ ყველამ იცის, „ნაცმოძრაობას“, თუ ვისაც უნდა უჭერდეს მხარს, გავრილოვის სავარძელში ჩახტომაც სწორედ მათ წისქვილზე წყლის დასხმა იყო, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვოლსკის თქმით, ბოლო განცხადებებიც კიდევ ერთხელ რაღაც გადაგდებული მაშველი რგოლივით ჩანდა.

„შინაარსში აღარ შევალ, მაგრამ რეალურად, ის, რომ საქართველო იცვლის საგარეო კურსს, ესეც გაბათილდა. არანაირი წინაპირობა არ არის, მით უმეტეს გავრილოვის თემით არ შეიძლება, რომ გარს მოეხვიათ საზოგადოებისთვის. სულელი არავინ არ არის. ეს უბადრუკი თემაა და ამ უბადრუკ თემასაც ვერ მისცეს განვითარება.

გარდა მაგისა, გადახედეთ, ვინ დგას გარშემო. სიმბოლოებზე საუბრობენ და გვარი არ დარჩა ფაქტობრივად, რომ რაიმე კავშირში არ იყოს – გინდ ჩხეიძე, გინდ ბურჯანაძე, გინდ სხვა ამ რუსეთის თემასთან. „პარადზე“ სიარულიდან დაწყებული, დამთავრებული რუსული ნარატივით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.