გია ვოლსკი - ევროპარლამენტარებს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი თუ ეპარებათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ და პროპაგანდას ნუ დაუჯერებენ, რომ ეს სასამართლო მოსყიდულია
გია ვოლსკი - ევროპარლამენტარებს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი თუ ეპარებათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ და პროპაგანდას ნუ დაუჯერებენ, რომ ეს სასამართლო მოსყიდულია

ევროპარლამენტარებს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი თუ ეპარებათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ და პროპაგანდას ნუ დაუჯერებენ, რომ ეს სასამართლო მოსყიდულია, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

ვოლსკიმ მიმართა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას, რომელმაც ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციით, მოამზადა წერილი, რომ „მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს სამართლიან სასამართლო პროცესამდე“.

„მინდა, ანა ფოტიგას შევახსენო – ევროპული სტანდარტი ის არ არის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუპირისპირდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ამას გარკვეულწილად ხალხმა ხელი არ უნდა შეუწყოს, მით უმეტეს, ევროპარლამენტარი თუ ხარ. არც ერთ მათგანს არ უთქვამს, ადამიანისთვის რამდენად მტკივნეულია, როცა შვილს მოუკლავენ და არის თუ არა კონკრეტული ადამიანი დამნაშავე იმისათვის, რაც ჩაიდინა. თუ მათ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი ეპარებათ, მაშინ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ და პროპაგანდას ნუ დაუჯერებენ, რომ სტრასბურგის სასამართლო მოსყიდულია, როგორც ეს აღნიშნეს ოპოზიციის ლიდერებმა და მისი მოსყიდვის გამო იღებენ სააკაშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. ორი თუ სამი ევროპარლამენტარი იმას აწერს ხელს, რომ ყველანაირი სტანდარტი დავივიწყოთ, ციხიდან გამოვუშვათ ადამიანი, რომელიც თურმე არჩევნების მეორე ტურს უნდა ჩაუდგეს სათავეში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.