გია ვოლსკი – ანატოლი ბიბილოვის განცხადება არის არაადამიანური არა მხოლოდ ქართველების, არამედ ყველას მიმართ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადება არის არაადამიანური არა მხოლოდ ქართველების, არამედ ყველას მიმართ.
„პასპორტის დათმობით საზღვრის კვეთის თემა არ გვარდება. აქ არის დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ, თუნდაც ქართველი იყოს, გინდა ოსი იყოს, არანაკლებ სჭირდებათ ოსებს აქეთ გადმოსვლა, ვიდრე ქართველებს.
ეს არის მტრული და არაადამიანური ნაბიჯი ყველას მიმართ და არა მხოლოდ ქართველების მიმართ. ამას თავის პასუხები გააჩნია, თუმცა, სამწუხაროდ, იმის რესურსი, რომ ძალით გააკეთებინო ის, რასაც ადამიანობა მოითხოვს, არ არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.