გია კვარაცხელია - ბელარუსი ბრძოლისუნარიანი ნაკრებია და კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს
გია კვარაცხელია - ბელარუსი ბრძოლისუნარიანი ნაკრებია და კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს

ბელარუსების ტაქტიკას ჩვენებმა გუნდურობა და შეტევაში ინდივიდუალური თამაშით უნდა დაუპირისპირონ“ – აცხადებს ერთა ლიგაზე საქართველო-ბელარუსის მოახლოებულ შეხვედრამდე საქართველოს პირველ არხთან გია კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი ბელარუსში სამი წელი თამაშობდა და ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქეს კარგად იცნობს.

„ბელარუსის ნაკრები ყოველთვის ბრძოლისუნარიანი გუნდი იყო და კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს. მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა გუნდი მორბენალი და ფიზიკურად ძლიერი ბიჭებით დააკომპლექტა, რომლებიც ჩაშლაზე ითამაშებენ, გუნდი დაცვაში ჩაჯდება და დაელოდება თავის შანს. ბელარუსები სწორედ ამისთვის ემზადებიან,“ – ამბობს კვარაცხელია.

გამოცდილი მოთამაშე საქართველოს ნაკრების წარმატებას იმედოვნებს:

„მეტოქე დასაფასებელია და პატივისცემით უნდა მივუდგეთ. მათ წინააღმდეგ ჩვენებს საკმაოდ ძლიერი იარაღი ექნებათ გუნდური და ინდივიდუალური მოქმედებებით. მჯერა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარონ, მაქსიმალურ მობილიზებას გამოავლენენ და გულშემატკივრებს გაახარებენ“.