გია გეგუჩაძემ „დინამო თბილისთან“ მოგება შეაფასა - ახლა, ევროტურნირებზე გადავერთვებით #1TVSPORT
გია გეგუჩაძემ „დინამო თბილისთან“ მოგება შეაფასა - ახლა, ევროტურნირებზე გადავერთვებით #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ეროვნულ ლიგაში კონკურენტ „დინამო თბილისთან“ გამარჯვებაზე (2:1) ილაპარაკა.

„მიმაჩნია, რომ ისევ ჩვენი შეცდომის გამო ვაგებდით. ბიჭებმა ძალები მოიკრიბეს და სრული უპირატესობა გვქონდა. მომენტებიც შევქმენით, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ბოლო წუთზე მაინც გაგვიმართა და გავიტანეთ“ – განაცხადა გია გეგუჩაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ორი „დინამო“ ერთმანეთს მესამედ შეხვდა და გია გეგუჩაძის გუნდმა „დინამო თბილისს“ სამივეჯერ სძლია:

„მთავარია, ქულები უადგილო ადგილას არ დავკარგოთ. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა, პაუზა გვაქვს და ევროტურნირებზე გადავერთვებით. მინდა, ყველა გუნდს, მათ შორის, „დინამო თბილისს“ წარმატება ვუსურვო“.

ამ გამარჯვებით, ბათუმის „დინამომ“ 21 ტურის შემდეგ 43 ქულა დააგროვა და ისევ გალიდერდა, „დინამო თბილისი“ კი 41 ქულით მეორე ადგილზეა.