გია გეგუჩაძე - ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არ დაგვიკარგავს #1TVSPORT
გია გეგუჩაძე - ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არ დაგვიკარგავს #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შეაფასა, სადაც საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის სტადიონზე, „ბატესთან“ 0:1 დამარცხდა.

– რატომღაც თვლიდნენ, რომ „ბატე“ ძლიერი აღარ არის. ამ დროს, ძალიან კარგი და გამოცდილი გუნდია. ეს დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ვფიქრობ, არ დაგვიკარგავს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი, რომლის გამოყენებას განმეორებით მატჩში უნდა შევეცადოთ.

– მნიშვნელოვანია, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ, რაც დღეს არ გამოგვივიდა და ცხადია, რომ ეს მეტოქის დამსახურებაცაა. „ბატე“ კი მარტივად თამაშობდა. ჩვენ კი ენერგია და დიდი ძალები შევალიეთ. შესაბამისად, ბოლოსკენ დაღლილობა დაგვეტყო. ბელარუსში ჩემპიონატი მიდის და გასაკვირი არაა, რომ „ბატე“ ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდა.

– განმეორებით მატჩში უკეთეს თამაშს ველოდები. ჩვენი ფეხბურთის ჩვენებას უნდა შევეცადოთ და ეს მათთვის სიურპრიზი იქნება. ჩვენ მზარდი გუნდი გვყავს, ევროთამაშებზე გარკვეულ გამოცდილებას ვიძენთ და ვიზრდებით. ასეთი მატჩები ხშირად არ გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ.

კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბორისოვოსბატეს“ და ბათუმის „დინამოს“ განმეორებითი მატჩი ბელარუსში 29 ივლისს გაიმართება. გამარჯვებული მესამე ეტაპზე „პეტროკუბისა“ (მოლდოვა) და „სივასპორის (თურქეთი) წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.