გია გეგუჩაძე - სამწუხაროდ, მოედანზე არ ვიყავით, ეტყობა, რაღაც გამოგვეპარა #1TVSPORT
გია გეგუჩაძე - სამწუხაროდ, მოედანზე არ ვიყავით, ეტყობა, რაღაც გამოგვეპარა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე პოზნანში „ლეხთან“ გასვლით მატჩი (5:0) შეაფასა.

„შესაფასებელი არაფერია – მივულოცავ გამარჯვებას მოწინააღმდეგეს. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი, „ლეხი“ იყო, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა. ჩვენ კი, სამწუხაროდ, მოედანზე არ ვიყავით. ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენმა გუნდმა დღეს ვერაფერი აჩვენა.

ეტყობა, რაღაც გამოგვეპარა, რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. როცა გუნდი არ თამაშობს და მოედანზე არაა, ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი მთლიანად მწვრთნელია, რასაც მე არ გავურბივარ. მინდა, უბრალოდ ბოდიში მოვუხადო ჩვენს მრავალრიცხოვან გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენგან გაცილებით მეტს ელოდნენ“, – განაცხადა ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა.

ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით შეხვედრას „ლეხთან“ 28 ივლისს ბათუმში გამართავს.