ბათუმის „დინამო“ „ლეხთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ „ლეხთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე პოზნანში „ლეხს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ბათუმელებს ეტყობოდათ, რომ „სლოვანთან“ წაგებამ მათზე ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა და რეალურად, მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.

პოლონეთის ჩემპიონმა ანგარიში სწრაფად გახსნა: მე-10 წუთზე მიხალ სკურასმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა, მეკარემ კუთხის დაფარვა ვერ მოახერხა და „ლეხი“ დაწინაურდა.

ბათუმელები ამის შემდეგ ვითარების გამოსწორებას შეეცადნენ, შეუტიეს, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ კარის აღებას ვერ ახერხებდნენ. 24-ე წუთზე კი ჟოაო ამარალმა პოლონელების სწრაფი კონტრშეტევა მეორე გოლით დააგვირგვინა და „ლეხის“ უპირატესობა უფრო სოლიდური გახდა 2:0.

33-ე წუთზე სკურასმა დუბლი შეასრულა და მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. პოლონელებმა ტაიმის დიდი სხვაობით მოიგეს. მეორე ტაიმშიც ბათუმელებმა მდგომარეობის გამოსწორება ვერ მოახერხეს და 66-ე წუთზე დუბლი უკვე ჟოაო ამარალმა შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+4-ე წუთზე მიხალ ისჰაკმა დააფიქსირა. ბათუმელები 5:0 დამარცხდნენ.