Bild – გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები უარს ამბობდნენ პარაგვაისთან მეექვსე პენალტის შესრულებაზე #1TVSPORT
გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პენალტების სერიაში (1:1, 3:4) წააგო მატჩი პარაგვაისთან. როგორც გაზეთი Bild-ი წერს, იულიან ნაგელსმანის გუნდი 11-მეტრიანების სერიისას პრობლემებს წააწყდა რიგით მეექვსე პენალტის დამრტყმელის არჩევისას.
გადამწყვეტი პენალტი მცველმა ჯონათან ტამ გააფუჭა. ეს მისი პირველი შესრულებული 11-მეტრიანი იყო კარიერაში.
წყაროს ცნობით, გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი ორჭოფობდა და თავს არიდებდა მეექვსე პენალტის შესრულებას. იმ მომენტისთვის, ჯონათან ტასა და პირველი ხუთი პენალტის შემსრულებლების გარდა, თამაშში რჩებოდნენ ლეონ გორეტცკა, ვალდემარ ანტონი, ნათანიელ ბრაუნი, მალიკ ტიავი და მეკარე მანუელ ნოიერი.