გერმანიის ელჩი - ვიმედოვნებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება
გერმანიის ელჩი - ვიმედოვნებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

„ჩვენ არ გვაქვს ყველა დეტალზე ინფორმაცია. არ შეიძლება, ვინმე იყოს დაკავებული არალეგალურად. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე იქნება განთავისუფლებული“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.