გერმანიის ეკონომიკის მინისტრი – ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხზე სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეთანხმდება

01:47, 24.05.2022

ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხზე სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეთანხმდება. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ZDF-ს განუცხადა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ემბარგოს დაწესება ავტომატურად არ შეასუსტებს კრემლს, ვინაიდან ნავთობის მზარდი ფასები რუსეთს საშუალებას აძლევს, მიიღოს მეტი შემოსავალი ნაკლები მოცულობის გაყიდვითაც.

მინისტრის თქმით, ერთ-ერთი განსახილველი ინიციატივა იყო, ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარზე შეთანხმება, რათა არ გადაიხადონ ნავთობისთვის „ნებისმიერი ფასი“.

შეგახსენებთ, რომ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგება უნგრეთი.

მსგავსი