გენო პეტრიაშვილმა 2021 წელი წონის ლიდერად დაასრულა #1TVSPORT
გენო პეტრიაშვილმა 2021 წელი წონის ლიდერად დაასრულა #1TVSPORT

ქართველმა მოჭიდავემ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა 2021 წელი წონის ლიდერად დაასრულა.

პეტრიაშვილმა წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს, მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რეიტინგი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 125-კგ წონით კატეგორიაში პეტრიაშვილმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ირანელ ამირ ჰასეინ ზარეს და თურქ ტაჰა აკგულს აჯობა.