„გარდიანის“ ცნობით, ინგლისსა და უელსში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა

21:27, 14.06.2019

ინგლისსა და უელსში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანის“ მიერ ჩატარებული კვლევა მეტყველებს.

გამოცემის ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემებით, 2013-2014 წლების პერიოდთან შედარებით, 2017-2018 წლებში ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა 144%-ით არის გაზრდილი. 2018 წელს პოლიციის მიერ დაფიქსირებულია ტრანსფობიისა და ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის 11 600 შემთხვევა, 2013 წელს კი – 4 600. ამასთან, 2018 წელს აღნიშნული დანაშაულის თითქმის ნახევარი, 46% წარმოადგენდა ძალადობრივ ქმედებებს – ფიზიკური შეურაცხყოფიდან სხეულის მძიმე დაზიანებამდე. აღნიშნული კვლევა „გარდიანმა“ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ლონდონში ავტობუსში ორ ლესბოსელ ქალს სცემეს.

მსგავსი