„გარდიანი“ - უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 20 000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
„გარდიანი“ - უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 20 000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

„გარდიანის“ ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 20 000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემას ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის მაღალჩინოსანმა მიაწოდა, რომლის ვინაობას არ ამხელს.

„გარდიანის“ წყარო ასევე აცხადებს, რომ რუსულმა არმიამ საბრძოლო მოქმედებების დროს 15-იდან 20 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა. როგორც ის განმარტავს, უფრო კონკრეტული მონაცემების დადგენა ომის პირობებში შეუძლებელია.

უკრაინული მხარის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე მათ 31 700 რუსი სამხედრო მოსამსახურის ლიკვიდაცია შეძლეს.