გარდაიცვალა ლეგენდარული პორტუგალიელი მწვრთნელი #1TVSPORT
გარდაიცვალა ლეგენდარული პორტუგალიელი მწვრთნელი #1TVSPORT

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული პორტუგალიელი მწვრთნელი არტურ ჟორჟე, – ამის შესახებ წამყვანმა პორტუგალიურმა გამოცემამ, A Bola-მ დაწერა.

არტურ ჟორჟე ხუთშაბათს დილით, ლისაბონში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ფეხბურთელის რანგში არტურ ჟორჟე „პორტუში“, „აკადემიკაში“, „ბელენენსესში“ და „ბენფიკაში“ თამაშობდა, რომელთან ერთადაც ოთხჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი. პორტუგალიის ნაკრებში მან 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

მწვრთნელობისას არტურ ჟორჟეს მთავარი წარმატება იყო 1986-87 წლების სეზონში ჩემპიონთა თასის მოგება „პორტუს“ თავკაცის რანგში. ის ასევე წვრთნიდა „პარი სენ-ჟერმენს“, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონობამდე და საფრანგეთის თასის მოგებამდე მიიყვანა.

არტურ ჟორჟეს ბოლო სამუშაო ადგილი იყო კლუბი „ალჟირი“, რომელსაც 2014-15 წლებში ავარჯიშებდა.