განაში ავტობუსის მდინარეში ჩავარდნას რვა ფეხბურთელი ემსხვერპლა
განაში ავტობუსის მდინარეში ჩავარდნას რვა ფეხბურთელი ემსხვერპლა

განაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდული ლიგის რვა ფეხბურთელი დაიღუპა.

მძღოლმა, რომელსაც ახალგაზრდული გუნდი გადაჰყავდა, ავტობუსზე მართვა დაკარგა და მდინარეში გადავარდა. ექვსი ფეხბურთელი ადგილზე დაიღუპა, კიდევ ორი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოთხი მოთამაშე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

როგორც აღნიშნავენ, გუნდი ახალგაზრდულ საფეხბურთო ლიგაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის გასავლელად მიემგზავრებოდა.

განას ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა კურტ ოკრაკუმ თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებს.