განახლებული მონაცემებით, იტალიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 712-მდე გაიზარდა
განახლებული მონაცემებით, იტალიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 712-მდე გაიზარდა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს 712 ადამიანი ემსხვერპლა. განახლებულ მონაცემებს „ბიბისი“ აქვეყნებს.

მანამდე მედიაში იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით გავრცელდა მონაცემები, რომლის მიხედვით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობა 662-ს შეადგენდა. თუმცა, როგორც სააგენტო განმარტავს, ამ მონაცემებში ასახული არ იყო პიედმონის რეგიონის სტატისტიკა, სადაც ვირუსს 50 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამისად, განახლებული მონაცემებით, იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვი 712-ს შეადგენს, ეპიდემიის გავრცელების დღიდან კი სულ 8215 ადამიანია გარდაცვლილი.

ასევე, საკმაოდ მაღალია ინფიცირების ახალი შემთხვევები – 6153, რითაც ვირუსის შემთხვევათა საერთო რაოდენობა 80 539-მდე გაიზარდა.