გამოცხადდა სამი პრეტენდენტი ევროპის ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე
გამოცხადდა სამი პრეტენდენტი ევროპის ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე

უეფას პრესსამსახურმა გამოაქვეყნას პრეტენდენტთა შორტ-ლისტი ევროპის ლიგის 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე.

სიაში სამი ფეხბურთელი მოხვდა: ნახევარმცველი ევერ ბანეგა, რომელიც შარშან „სევილიაში“ თამაშობდა და ახლა საუდის არაბეთის „ალ-შაბაბში“ გადავიდა, “ინტერის“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში.

გასულ სეზონში ევროპის ლიგის გამარჯვებული „სევილია“ გახდა, რომელმაც ფინალში 3:2 დაამარცხა „ინტერი“.

დატოვე კომენტარი