გამოცხადდა გერმანიის ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის შესარჩევი მატჩებისთვის #1TVSPORT
გამოცხადდა გერმანიის ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის შესარჩევი მატჩებისთვის #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა გამოაცხადა შემადგენლობა სექტემბრის შესარჩევი მატჩებისთვის.

მეკარეები – ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ფინ დამენი (აუგსბურგი), ალექსანდრ ნიუბელი (შტუტგარტი)

მცველები – რობერტ ანდრიხი (ლევერკუზენი), ვალდემარ ანტონი (დორტმუნდი), ნამდი კოლინზი, რობინ კოხი (ორივე – აინტრახტი), მაქსიმილიან მიტელშტედტი (შტუტგარტი), დავიდ რაუმი (ლაიპციგი), ანტონიო რუდიგერი (რეალი, ესპანეთი), ჯონათან ტა (ბაიერნი);

ნახევარმცველები – ქარიმ ადეიემი, პასკალ გროსი (ორივე – დორტმუნდი), ნადიმ ამირი, პაულ ნებელი (ორივე – მაინცი), იოზუა კიმიხი, ლეონ გორეტცკა, სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ანჯელო შტილერი, ჯეიმი ლეველინგი (ორივე – შტუტგარტი), ფლორიან ვირტცი (ლივერპული, ინგლისი);

თავდამსხმელები – ნიკლას ფიულკრუგი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ნიკ ვოლტემადე (შტუტგარტი).

გერმანიას 4 და 7 სექტემბერს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩები ელოდება სლოვაკეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ.