გამოცემა „ჩემპიონატი“ - სავარაუდოდ, „რუბინთან“ აგენტის კონფლიქტის გამო კვარაცხელია ყაზანს დატოვებს #1TVSPORT
გამოცემა „ჩემპიონატი“ - სავარაუდოდ, „რუბინთან“ აგენტის კონფლიქტის გამო კვარაცხელია ყაზანს დატოვებს #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია, სავარაუდოდ, ზაფხულში კლუბს დატოვებს, რადგან მის მენეჯერს კლუბთან კონფლიქტი აქვს – ამტკიცებს გამოცემა „ჩემპიონატი“.

„ხვიჩას მენეჯერს, მამუკა ჯუღელს „რუბინის“ მენეჯმენტთან კონფლიქტი აქვს, რადგან ის კლუბზე განაწყენებულია. ამიტომ მას ზაფხულში გუნდიდან ფეხბურთელის წაყვანა სურს, მითუმეტეს, რომ ფეხბურთელზე მოთხოვნა არის“, – წერს გამოცემა.

„ჩემპიონატს“ წყარომ აცნობა, თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი:

„ჩვენი წყაროს თქმით, კონფლიქტი „როტორისა“ და „რუბინს“ შორის რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩის მერე წარმოიშვა, რის შედეგადაც ვოლგოგრადის კლუბმა ვერ შეძლო პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება“.

კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ 2019 წელს „რუსთავიდან“ გადავიდა. მანამდე ფეხბურთელმა მოსკოვის „ლოკომოტივში“ ერთი სეზონი გაატარა. რუსეთის პრემიერლიგის დასრულებულ გათამაშებაში, 20 წლის თავდამსხმელმა 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 4 პასი გააკეთა.

საინტერესოა, რომ „რუბინმა“ კვარაცხელიას შემცვლელი უკვე მოძებნა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ პირველი ახალწვეული შვედეთის „ნორჩოპინგისმონტენეგროელი ფეხბურთელი სეად ჰახშაბანოვიჩია, რომელშიც კლუბი 6 მილიონ ევროს გადაიხდის.