გაირკვა ფავორიტი კევინ დე ბრუინის ტრანსფერისთვის ბრძოლაში #1TVSPORT
გაირკვა ფავორიტი კევინ დე ბრუინის ტრანსფერისთვის ბრძოლაში #1TVSPORT

MLS-ის კლუბი „ჩიკაგო ფაირი“ ფავორიტია „მანჩესტერ სიტის“ 33 წლის ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის ხელში ჩასაგდებად. ამის შესახებ დაწერა გამოცემა The Athletic-მა.

წყაროს ცნობით, „ჩიკაგოს“ ბელგიელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებების წარმოების პრიორიტეტული უფლება აქვს. ასევე ხაზს უსვამენ იმას, რომ დე ბრუინი უპირატესობას ანიჭებს არა საუდის არაბეთის ჩემპიონატში, არამედ MLS-ში გადასვლას.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინმა ოფიციალურად გამოაცხადა სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლის შესახებ.