გაიმართა 2024 წლის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის წილისყრა #1TVSPORT
გაიმართა 2024 წლის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის წილისყრა #1TVSPORT

გაიმართა პარიზის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის წილისყრა.

ოქროს მედლებისთვის იბრძოლებს 16 ნაკრები, რომლებიც ოთხ ჯგუფად არიან დაყოფილნი. ჯერჯერობით უცნობია ბოლო ოთხი ფინალისტი. ეს გაირკვევა აზიის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. პირველი სამი გუნდი პირდაპირ მოიპოვებს ოლიმპიადის საგზურს, მეოთხეადგილოსანი კი საკონტინენტთაშორისო პლეი ოფს ითამაშებს აფრიკულ ნაკრებთან.

წილისყრის შედეგები:

A ჯგუფი: საფრანგეთი, აშშ, პლეი ოფი აზია/აფრიკა, ზელანდია;

B ჯგუფი: არგენტინა, მაროკო, აზია 3, უკრაინა;

C ჯგუფი: აზია 2, ესპანეთი, ეგვიპტე, დომინიკა;

D ჯგუფი: აზია 1, პარაგვაია, მალი, ისრაელი.

ასევე, გაიმართა ქალთა ტურნირის წილისყრა. აქ 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ისინი სამ ჯგუფად დაყვეს:

A ჯგუფი: საფრანგეთი, კოლუმბია, კანადა, ზელანდია;

B ჯგუფი: აშშ, აფრიკა 2, გერმანია, ავსტრალია;

C ჯგუფი: ესპანეთი, იაპონია, აფრიკა 1, ბრაზილია.